გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყებაში სხვა დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
მათივე ცნობით, ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც ელჩმა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა, ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე