ბათუმში საახალწლო სამზადისი დაიწყო

09 დეკემბერი 2025, 12:44 192 ნახვა

ბათუმში, საახალწლო სამზადისი დაიწყო,ევროპის მოედანზე ნაძვის ხის  აწყობა და ქუჩებში განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის სამუშაოები გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, შერიფ ხიმშიაშვილისა და კაჩინსკების ქუჩებზე ხორციელდება. ასევე მიმდინარეობს მწვანე ნარგავების გირლიანდებით შეფუთვის პროცესი.

სამუშაოები 38 სხვადასხვა ლოკაციაზე და ქუჩაზე განხორციელდება და 25 დეკემბრამდე დასრულდება.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 3 წლის წინ  968 ათას 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში