„ახალგაზრდობის ხმა" – დებატების რეგიონული ჩემპიონატი

10 დეკემბერი 2025, 14:11 100 ნახვა

„ახალგაზრდობის ხმა“ – ასე  ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბათუმში დებატების რეგიონული ჩემპიონატი იმართება. პროექტში 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში  კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდურობისა და ოპონენტის პატივისცემის უნარების განვითარებაა.

მონაწილეები რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გზით შეირჩნენ.  შემდეგ კი გაიმართა  ტრენინგების ციკლი სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

პროექტის მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები დებატების რეგიონულ, ხოლო შემდეგ კი ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვებიან.

პროექტი  ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2025 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებშია დაფინანსებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი