საქართველო გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე

11 დეკემბერი 2025, 19:39 121 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სესია 8-13 დეკემბერს გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის სათავო ოფისში იმართება და მისი მთავარი გზავნილია – „მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის“.

სესიის გახსნას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და კენიის პრეზიდენტი უილიამ სამოი რუტო მიესალმნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი