აჭარის მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

13 დეკემბერი 2025, 15:28 276 ნახვა

აჭარის მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა, აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სამუშაოები სპეციალური ტექნიკით, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში ხორციელდება.

"გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის.

 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი