რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით ამავე საავტომობილო გზის კმ90-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია, მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
