ვითარება გზებზე აჭარის მაღალმთიანეთში

14 დეკემბერი 2025, 18:12 211 ნახვა

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები, ინტენსიურად მიმდინარეობს.  სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.
ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი