ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ის კლინიკაში გადაჰყავთ

10 მარტი 2020, 16:32 2651 ნახვა

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავს. ექიმების განმარტებით, პირველადი დათვალიერებით პაციენტს ზედაპირული ტრავმები აქვს. 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. 

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი