სტიქია საგურამოში

14 ივნისი 2022, 14:10 934 ნახვა

საგურამოში ზარალს ითვლიან. ბოლო 5 დღეში ეს მეორე სტიქიაა, დაიტბორა მიწის ნაკვეთები, ნათესები, ხილის ბაღები, სახლების პირველი სართულები, განადგურებულია შინაური ფრინველი, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, ასევე ადგილზე არიან მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები და გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. 

მცხეთის მერი ამბობს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი