ტიმ ბაკლი & ჯეფ ბაკლი

01 მარტი 2025, 14:53 32 ნახვა

ტიმ ბაკლი & ჯეფ ბაკლი


გადაცემა „აკოლადას“ დღევანდელ გადაცემაში შევხვდებით სახელგანთქმულ ამერიკელ ავტორ-შემსრულებლებს და მომღერლებს, მამას და შვილს Tim Buckley-სა და Jeff Buckley-ს. მათ ერთმანეთთან სერიოზული ურთიერთობაც კი არ ჰქონიათ. ისინი ახალგაზრდები გარდაიცვალნენ – ტიმი 28 წლის იყო, ხოლო ჯეფი – 30 წლის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებად-კომერციულ რეპერტუარს ასრულებდნენ, ორთავემ დიდი გავლენა იქონია თანამედროვე მუსიკაზე.