არმანდო მანსანერო & ნატალია ლაფურკადე
„აკოლადას“ დღევანდელი გადაცემა ორ შესანიშნავ მექსიკელ მუსიკოსს დაეთმობა. პირველ ნაწილში მოგითხრობთ კომპოზიტორის, მომღერლის, პიანისტისა და მუსიკალური პროდიუსერის Armando Manzanero-ს შესახებ, რომელიც ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რომანტიკულ კომპოზიტორადაა მიჩნეული. მეორე ნაწილში კი წარმოგიდგენთ მექსიკელ მომღერალ, სიმღერების ავტორსა და პროდიუსერ Natalia Lafourcade-ს, რომელიც ლათინური მუსიკის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლადაა მიჩნეული.