მიკის თეოდორაკისი & ჯოანა ბრუკი
„აკოლადას“ ამ გადაცემის პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ მსოფლიოში სახელგანთქმულ ბერძენ კომპოზიტორს, კინოკომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს, Mikis Theodorakis-ს. მას ეკუთვნის როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე მუსიკა 80-ზე მეტი ფილმისთვის. გადაცემის მეორე ნაწილში კი შეხვდებით ემბიენტური, მინიმალისტური და ახალი ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთ პიონერს, ამერიკელ ელექტრონისტსა და კომპოზიტორ ქალს ჯოანა ბრუკს.