იუსუ ნ'დური & აგუსტინ ბარიოსო მანგორე

01 აპრილი 2025, 14:48 10 ნახვა

იუსუ ნ'დური & აგუსტინ ბარიოსო მანგორე

გადაცემა „აკოლადას“ პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ სენეგალელი მომღერალსა და სიმღერების ავტორს, Youssou N'Dour-ს, იგივე იუსუ მაჯიგენ ნ’დურის, რომელიც საქართველოში ცნობილი გახდა 1994-95 წლებში, როდესაც როდესაც ნენე ჩერისთან ერთად დუეტში ჩაწერილი მისი სიმღერა Seven Seconds მსოფლიოში გაჰიტდა. მეორე ნაწილში კი მოგითხრობთ ლეგენდარული პარაგვაელი კომპოზიტორისა და გიტარისტის Agustín Barrios Mangoré-ს შესახებ, რომლის ნაწარმოებებიც დღეს კლასიკური გიტარის ყველა კონკურსში ფაქტობრივად სავალდებულო შესასრულებლადაა მიჩნეული.