რენე ობრი & კაზ ჰოუკინსი

07 აპრილი 2025, 15:11 7 ნახვა

რენე ობრი & კაზ ჰოუკინსი

გადაცემა „აკოლადას“ პირველ ნაწილში შევხვდებით ფრანგ კომპოზიტორ René Aubry-ს, რომელიც მუსიკას არა მარტო კინოსთვის, არამედ ანიმაციური ფილმებისთვის, თეატრალური სპექტაკლებისთვის და საბალეტო დადგმებისთვისაც წერს. მეორე ნაწილში კი წარმოგიდგენთ ჩრდილოირლანდიელ ბლუზისა და სოულის მომღერალს, სიმღერების ავტორს, რადიოწამყვანს, ორატორს, აქტივისტს, „ბლუზისა და სოულის სუპერვარსკვლავად“ წოდებულ ქალ Kaz Hawkins-ს, რომელმაც მუსიკის დახმარებით საკუთარი სიცოცხლე გადაირჩინა.