დორივალ კაიმი
„აკოლადას“ დღევანდელი გადაცემა მთლიანად ლეგენდარულ ბრაზილიელ მომღერალს, სიმღერების ავტორს, მსახიობსა და მხატვარ Dorival Caymmi-ს დაეთმობა. მუსიკაში 70-წლიანი მოღვაწეობის ისტორიის მქონე დორივალ კაიმი ბრაზილიური მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებლადაა მიჩნეული. კაიმის მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა ბრაზილიური მუსიკის, განსაკუთრებით ბოსა ნოვასა და ტროპიკალიას მიმდინარეობების განვითარებაზე