ვიზუალური პოემა
პაოლო სორენტინო კიდევ ერთ ოდას უძღვნის თავის მშობლიურ ქალაქ ნეაპოლს, ყველა მისი ფერითა და ვიზუალური მდგენელით - სოციალური მრავალფეროვნებით, სიურეალისტური კადრებით, მომენტებში აბსურდული ელემენტების გაჯერებით და კრავს ქალაქის ერთ მთლიან და ამავდროულად მრავალწახნაგოვან სურათს თუ ფრესკას, რომლის სიმბოლოდაც აქცევს მთავარ გმირ პარტენოპეს.