საქართველოს პრეზიდენტი ლავროვის ვიზიტს სოხუმში გმობს

18 აპრილი 2017, 00:00 2719 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.  მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს განიხილავენ, ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი