დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტს მუშაობის ვადის გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს 

10 აპრილი 2025, 12:05 261 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით გახანგრძლივებას ითხოვს.

კომისიის წევრები დღეს ორ საკითხს განიხილავენ. როინ შავაძის მკვლელობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეებს.

მათი სურვილია დასკვნა საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის მზად ჰქონდეთ.

თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის სხდომებზე გამოკვლეული მასალებით დგინდება ნაციონალური მოძრაობის დანაშაულები, ამიტომ მათი თქმით, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი