მშვიდობა, განვითარება, ევროკავშირში გაწევრიანება - ეს საკითხები პრემიერმა ანტალიის ფორუმზე საქართველოს მთავრობის საქმიანობის მთავარ აქცენტებად დაასახელა.
განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტია საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს, განმარტა, რომ ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიური იქნება მშვიდობის აღდგენით, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.
პრემიერმა ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზეც, ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, სახელმწიფო რუსეთთან ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და სავაჭრო პარტნიორობა აქვს.