თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში, ავიაკომპანია Edelweiss-ის საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა მიიღო.
ჰაიდი გრაუს თქმით, სამწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად, რაც საქართველოში დიპლომატიური მისიით იმყოფება, დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა.
„დღეს არის ისტორიული მომენტი, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, თითქმის 25 წლის შემდეგ ჩვენ გვყავს შვეიცარიული კომერციული ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც დღეს თბილისში ჩამოფრინდა. შეხედეთ ამ ლამაზ ხომალდს უმშვენიერესი შვეიცარიიდან. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მოინახულებს შვეიცარიას“, – განაცხადა ჰაიდი გრაუმ.
შვეიცარიის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქვეყანაში შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის შემოყვანაში ჩართულ ყველა მხარეს და იმედი გამოთქვა, რომ ხალხთა შორის მიმოსვლა, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.