მიხაილ გალუზინი - მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ

14 აპრილი 2025, 11:15 214 ნახვა

მოსკოვი მზადაა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა. მისივე განცხადებით, ოფიციალურ თბილისში გაკეთებული განცხადებები დადებით სიგნალებს შეიცავს.

გალუზიანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

გალუზინის ამ განცხადებას უკვე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი