ზაზა შავაძის ანგარიში უმაღლეს საბჭოში

17 აპრილი 2025, 18:03 273 ნახვა

,,მინისტრის საათის’’ ფორმატში უმაღლეს საბჭოში სოფლის მეურნეობის მინისტრს დღეს ორი საათის განმავლობაში უსმენდნენ. გასულ წელთან შედარებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 4 805 972 ლარით არის გაზრდილი და 36 820 550 ლარს შეადგენს, 16 პროგრამითა და 12 ქვეპროგრამით.
აგროსექტორის მდგრადი განვითარება, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია, აგრარული ექსტენციის მიწოდება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა- ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებიც მიმდინარე წელს უწყებამ უნდა განახორციელოს.
გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელს ფერმერების სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთები, შესაბამის ვადებში უფასოდ დაუმუშავდებათ. ზაზა შავაძემ უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი