რამდენად არის მოსალოდნელი შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ მმართველ გუნდში. ქვეყნის პირველ კანონმდებელი აცხადებს, რომ პარტნიორებისგან ამ საკითხზე აქცენტირება არის პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის ინსტრუმენტი.
გარდა ამისა, სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ტყუილად არავის მოუცია, და რომ ეს კომფორტი დავიმსახურეთ. “ხალხის ძალის ” წევრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.
ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლას აანონსებს გიორგი გახარია. ამასთან აცხადებს რომ ქართული ოცნება“ ცდილობს, წინასწარ შეაგუოს მოსახლეობა ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას.