გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ - პრეზიდენტი

20 აპრილი 2025, 09:11 246 ნახვა

ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ, - ასე ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

„დღეს სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ!

ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს.

ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ.

უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!“ – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი