შეხვედრა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან

22 აპრილი 2025, 11:15 189 ნახვა

მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში, მათ სარგებლიანობასა და შესაძლებლობებზე  ისაუბრეს  მსოფლიო  ბანკის მმართველთან შეხვედრაზე. აუდიენციაზე, რომელსაც ვიცე პრემიერთან ერთად მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის პროექტების როლს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე  მიაწოდა  ინფორმაცია.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა და პოსტ პანდემიური პერიოდიდან ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა მომდევნო წლებში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც სრულად უნდა იყოს თანხვედრაში საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი