სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი რუსი პრანკერების ჩანაწერებში - შეფასებები

24 აპრილი 2025, 14:05 171 ნახვა

რუსი პრანკერები ტელეგრამ არხებზე ვიდეოს ავრცელებენ და ამბობენ, რომ რუსი ოპოზიციონერის გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყოფილ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს დაურეკეს. დამონტაჟებული მასალის მიხედვით პრანკერები დაინტერესდნენ ვინ დგას საქართველოში მიმდინარე ხანგრძლივი საპროტესტო აქციების უკან.

გავრცელებული ვიდეოს მიხედვით სალომე ზურაბიშვილი ევროპიდან და იუესეიდიდან დაფინანსების შესახებ საუბრობს, ასევე პრანკერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ჰყავთ ისეთივე არაოფიციალური ქვედანაყოფი როგორიც უკრაინაში მაიდნის მოვლენების დროს იყო. ისინი საუბარში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის დაპირება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით - იგვიანებს.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით ზურაბიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, ნანუაშვილმა კი განაცხადა, რომ  სიუჟეტი, რომელიც ერთ-ერთ არხზე გავიდა, ფალსიფიცირებული და დამონტაჟებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი