საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დასრულებულია. ფერიდუნ სინირლიოღლუმ მოსაზრებები ჯერ გიორგი გახარიასთან გაცვალა, შემდეგ რამდენიმე პარტიის წევრებს ერთდროულად შეხვდა.
შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსების ნაწილი კმაყოფილი იყო, რადგან აცხადებენ, რომ ისაუბრეს ყველა იმ თემაზე, რომლებიც მათი თქმით, ქვეყნის გამოწვევებს ეხება.
დემოკრატიული უკუსვლა, აქციებზე დაკავებულები, ეუთო ოდირის დასკვნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული. ოპოზიციის თქმით, სწორედ ამ საკითხებზე იყვნენ ისინი აუდიენციის დროს ფოკუსირებული.
შეხვედრას დღეს არ დათანხმდა კოალიცია ცვლილებისთვის“. მიაჩნიათ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში მოვალეობის მოხდის მიზნით არის ჩამოსული.