მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად რომში იმყოფება

26 აპრილი 2025, 10:18 154 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში იმყოფება, სადაც პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი