ცვლილება რეგლამენტში

28 აპრილი 2025, 19:53 71 ნახვა

ცვლილება რეგლამენტში, ინიციატივა იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტზე პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, “მინისტრის საათის“ ფორმატი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ახორციელებდეს.
ცვლილების მიხედვით, მინისტრების ინტერპელაცია სასესიო კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება, თვეში ერთხელ კი, ამავე პროცედურით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მივა.
ახალი რეგლამენტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის საქმიანობის ერთიანი წლიური ანგარიშის შემოღებას, რომელიც შემუშავდება პარლამენტის სპიკერისა და კომიტეტების ერთობლივი მუშაობით.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი