„დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს - შალვა პაპუაშვილი

29 აპრილი 2025, 15:50 107 ნახვა

„დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს, სწორედ ეს არის ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, თამარ კინწურაშვილი მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია.

„სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი.

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს, რომელიც 2005-2009 წლებში იყო სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი, 2010-2013 წლებში სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი