თეა ახვლედიანი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

29 აპრილი 2025, 17:56 100 ნახვა

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს რეგიონულ დირექტორთან, გვი იოპ სონთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა გაერო-ს რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს მიერ შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენისკენ მიმართული საქმიანობისთვის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი