„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუცია

01 მაისი 2025, 19:50 89 ნახვა

მორიგი რეზოლუცია საქართველოს შესახებ - „ევროპის სახალხო პარტიის“ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დრამატულად დაჩქარდა, ხოლო ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამოცხადებამ ქვეყანა სრულმასშტაბურ საკონსტიტუციო, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებათა კრიზისში ჩააგდო.
რეზოლუციის თანახმად, „არალეგიტიმურ მთავრობას კვლავ მძევლად ჰყავს 52 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი. ტექსტში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში მოითხოვს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტების გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას. რეზოლუციის ტექსტში საუბარია სანქციების დაწესებაზეც. „ევროპის სახალხო პარტიის“ მიღებულ რეზოლუციას აფასებენ პოლიტიკურ პარტიებში.
ოპოზიციის განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტია“ დიდი ხანია კრიტიკულად არის გაწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, რეზოლუცია კი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერას გამოხატავს.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ამ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის ასლია. პარტიის წევრების თქმით, რეზოლუციაში კვლავ გაუგებარი ჩანაწერები და ტყუილებია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში