პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ,,ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებული სპეცოპერაციის‘’ საქმეზე იმსჯელა. გამოძიებით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს კუდის მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გია დგებუაძის თანამონაწილეობით მოკლეს ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული სამი ახალგაზრდა, რომლებიც აჭარიდან იყვნენ.
ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებული სპეცოპერაციის’’ საქმეზე სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება არსებობს, რომლის მიხედვითაც დათა ახალაია და გიორგი მაზმიშვილი დამნაშავეებად არიან ცნობილი.
საგამოძიებო კომისიამ რომან თურმანიძისა და მარად ართმელაძის მამების ახსნა-განმარტებები მოისმინა, ისაუბრეს შვილების უფლებების შელახვის ფაქტებზე. რომან სურმანიძის მამის ოთარ სურმანიძის თქმით, სამივე მოკლული მან ამოიცნო. გადმოსვენების დროს კი ლანძღვა-გინების მოსმენა უწევდათ ტერორისტებად შერაცხული ბიჭებისა და მათი ოჯახების მიმართ.
დაზარალებულმა სხდომაზე პრეტენზია გამოთქვა, რომელიც ფიქრობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ პოლიტიკურ ველზე აღარ უნდა არსებობდეს.
როგორც მიხეილ ართმელაძე აღნიშნავს, დათა ახალაიას მეთაურობით, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე უმოწყალოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახოცეს. შემდეგ კი, გურამ დონაძის მეშვეობით დაიდგა სცენარი, რომ ვითომ მათ ჰქონდათ ავტომატები და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა.
ართმელაძის თქმით, მოკლული შვილის დაკრძალვის შემდეგ ოჯახის მიმართ შანტაჟი და დაშინება ხორციელდებოდა.