ოპოზიციურ პარტიებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ მიიღებენ თუ არა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. საერთო განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ცალკეული პარტიის მოსაზრებები ცნობილია.
ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობაზე უარს ამბობს, „გახარია საქართველოსთვის“ კი არ გამორიცხავს, არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.
რაც შეეხება უმრავლესობას, მათი თქმით, ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნისთვის გადამწყვეტი არ იქნება.
აქვე აღნიშნავენ, რომ ისინი დირექტივებს თავიანთი უცხოელი დამკვეთებისგან ელიან.