ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა - შალვა პაპუაშვილი

08 მაისი 2025, 11:54 82 ნახვა

ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათელია ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევროკომისიის პრესმდივანი კონცენტრირდეს იმაზე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამხალისებლად.

„შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეესტრის წყალობით გავიგეთ, რომ თურმე ამერიკელი ლობისტები წერდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციებს. შეგახსენებთ, რომ ის რეზოლუციები, რომლებიც მიიღებოდა, აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. ასე რომ, არ ვიცი, ევროკომისიის პრესმდივანს ვინ უწერს განცხადებებს, თუმცა მგონი, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში დეზინფორმაციის, ძალადობრივი ჯგუფების თუ პროპაგანდის დაფინანსება, რომელიც USAID-ის და სხვა არხებით ხორციელდებოდა, ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად.

 

ამიტომ, ევროკომისიის პრესსმდივანი თუ თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველოს საკითხებზე სასაუბროდ, იქნებ გვიპასუხოს, აპირებენ თუ არა გადახედონ ისეთ დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც მიედინება პოლიტიკურ პარტიებში და ეს დადასტურებულია, რომ EED-ის მეშვეობით, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და ფინანსდება ევროკომისიის მხრიდან, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხებით ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური პარტიები, ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამიტომ, ამაზე გაგვცენ პასუხი, თუკი მაინც და მაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცახდებით, „მეგობარი აქტის“ ერთადერთი დანიშნულება იყო საინფორმაციო ხმაურის შექმნა.

„აშშ-ის პრეზიდენტს არ სჭირდება არავის უფლებამოსილება, რომ სანქცია დაუწესოს, ვისაც ის ჩათვლის საჭიროდ. მეორე – ვერც ამ აქტით აშშ-ის პრეზიდენტს ვერავინ ვერ დაავალდებულებს, რომ დააწესოს სანქციები. როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი იყო, გადაეწყვიტა, დაასანქციროს ვინმე თუ არა, ასევე იქნება მომავალშიც და ამ აქტისგან არც უფლება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს და ვერც დაავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს. ეს არის რეალობა – საინფორმაციო ხმაურის შექმნა. გასაგებია, რომ აქტის სახელწოდება შინაარსთან არ მოდის შესაბამისობაში, ეს ორუელისეული ნიუსფიქი, რომ ომი ნუ გულისხმობს მშვიდობას და მტრობა გულისხმობს მეგობრობას, ეს რას ნიშნავს, პრაქტიკაში დაგვანახა კონგრესმენმა ვილსონმა, თუმცა ჩახედეთ შიგნით და ნახავთ, მაგალითად, რისკენ მოუწოდებს ეს აქტი პარტიებს. მოუწოდებს, რომ პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც იმუშაონ ერთად. აბა, სად არის ოპოზიცია, მათთვის თუ ბიბლია არის ეს აქტი, სად არიან, აბა ვერ ვხედავთ პარლამენტში. მათ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ. ეს ერთი. მეორე – ცოტა განმაცვიფრებელია და აქ არ ვიცი, როგორც ჩანს, ბატონი უილსონი სხვა რელსებზეა, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება „იუესაიდს“, შექმნას, შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ამ „იუესაიდს“ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უწოდა თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ფული გადაენაწილებინა ყალბი იდეოლოგიების გავრცელებისთვის და სხვა ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. არ ვიცი, ბატონი კონგრესმენი ჩამოყალიბდეს, თაღლითი ორგანიზაციისგან ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ამ აქტის ერთადერთი შინაარსი, აზრი და მიზანი არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ერთი დღე ჩაატარეს ბრიფინგები, მეორე დღეზეც კი აღარ ეყოთ სასაუბრო თემად ეს ყველაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში