მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტრმა ყოფილ გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.