ესტონეთს აქამდეც აქვს სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში - პრემიერი

09 მაისი 2025, 11:18 119 ნახვა

ესტონეთის მიერ სანქციების დაწესება არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

„რაც შეეხება ესტონეთს, მათ მანამდეც აქვთ სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში