ირაკლი კობახიძე ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს

09 მაისი 2025, 11:22 134 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით მიწვევა მიიღო.

„სამიტი 16 მაისისთვის არის დაგეგმილი და დაგეგმილია ვიზიტი ამასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები. ვნახავთ ადგილზე, შეიძლება, გაიმართოს გარკვეული შეხვედრები კონკრეტულ  ლიდერებთან. რეალურად, ფორმატი თუ იცით, საგანგებო, ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად იმართება ხოლმე ამ ფორმატში, თუმცა იქ ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება. ამ შესაძლებლობით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვისარგებლებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში