საგაზაფხულო სამუშაოები ხულოში - ფერმერებს ნიადაგი დამუშავებული აქვთ და ახლა სახნავ-სათეს პროცესში არიან, თუმცა მძიმე და გრძელი ზამთრის გამო სამუშაოების დაწყება რაღაც დროით დაგვიანდა.
ფერმერებს აგროსერვისცენტრი ტექნიკით და თანადაფინანსებით ეხმარება და ჯამში 2200 კვ.მეტრის დამუშავება იგეგმება.