ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში

12 მაისი 2025, 12:04 106 ნახვა

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების მიღებაა დაგეგმილი. მათ შორის ერთ-ერთ უცხოეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ცვლილებებია. სისხლის სამართლის კოდექსს სასჯელის ახალი სახე, უცხოელის ქვეყნიდან გაძევების და გარკვეული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მუხლი ემატება.

ასევე იზრდება ჯარიმები უცხო ქვეყნის იმ მოქალქეებისთვის, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ცვლილებების მიზანი საპროტესტო აქციების მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ექსტრადირების გამარტივებაა.

მიმდინარე კვირაში ასევე დაგეგმილია პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების გატარება, რომლის მიხედვითაც მინისტრის საათი უქმდება და იზრდება ინტერპელაციის რაოდენობა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი