საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები

13 მაისი 2025, 11:03 137 ნახვა

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები” - ასე ჰქვია სასწავლო პროექტს საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის. პროექტის მიზანი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსების გადამზადება და საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევაა.

სასწავლო კურსი დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები გაეცნობიან თვითმმართველობის საარჩევნო სისტემას, ხმის მისაცემი აპარატების ფუნქციონირებას და ყველა იმ პროცედურას, რომელსაც საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესები მოიცავს.

სასწავლო პროგრამას ცესკო და სასწავლო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი