სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

13 მაისი 2025, 13:58 88 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა. ანრი ოხანაშვილმა და გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში  პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი