მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა - ლევან ზოიძე

14 მაისი 2025, 12:45 246 ნახვა

ლევან ზოიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, რჩება "ქართული ოცნების" გუნდის ერთგულ წევრად.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამინებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ,,ქართულ ოცნებას'' და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ლევან ზოიძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი