ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე საკრებულოს წევრებს შეხვდა. ინფორმაციას და ფოტოებს მერიის ადმინისტრაცია სოციალური ქსელით ავრცელებს.
"შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოსთან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
როგორც აღინიშნა, ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები უნდა პასუხობდეს ბათუმის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას.",- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.