აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისა და უკრაინის დელეგაციების წევრები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პორტუგალიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას „ქართული ოცნება“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიაზე.
წერილის თანახმად, „ქართული ოცნების“ წევრების მონაწილეობა ასამბლეის სესიაში იქნება არასწორი გზავნილი მათთვის, ვინც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიისთვის იბრძვიან.
ხელმომწერები მოუწოდებენ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, უარი უთხრას „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს ვიზების გაცემაზე ან სხვაგვარად აღკვეთონ მათი დასწრება ამ მნიშვნელოვან შეკრებაზე.