ჯო უილსონი მაგარი, სასწაული კაცია, უკვე კომიკურ ფიგურად იქცა ქართული საზოგადოებისთვის, ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ, დიდი უბედურება ის არის, რომ ამ სასაცილო ადამიანების გარდა, უფრო სერიოზული ძალები უჭერენ მხარს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ამაყია, რომ გარკვეულმა ძალებმა მასზე კონტროლის მოპოვება ვერ შეძლეს.
"როცა ჩვენი ოპონენტები კითხულობენ, სად არის „დიფ სთეითი“, რა ჰქვია, რა გვარია, თავის გასულელებით არიან დაკავებულები. ტრამპი ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ არის დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოსთვის არა არა მხოლოდ ამერიკისთვის, თუმცა ტრამპს რომ არ დავესესხოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსოფლიოში არსებობს არაფორმალური გავლენები, რომლებიც სამწუხაროდ მოდებულია ევროპის კონტინენტზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა. არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, გნებავთ „დიფ სთეითი“, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ბოლომდე იწევდნენ და ომს უჭერდნენ მხარს, მაშინ ჩვენ ვეძახდით გლობალური ომის პარტიას. დღესაც კი, ეს ძალები მხარს უჭერენ ომს. ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებმაც შეძლეს, რომ უდიდესი კორპორაციული მიზნებიდან არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენების გაძლიერების მიზნებიდან. ბევრ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ვერ შეძლეს საქართველოზე. ამით ამაყია ქართველი ხალხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.