ხულოში იოსებ გორგაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვენ

15 მაისი 2025, 17:47 337 ნახვა

პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალების საქმეზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხულოს ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა. პარტიაში არ სჯერათ ციხის ადმინისტრაციის ვერსიის, რომ პატიმარი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა და ეჭვებს უმყარებთ ის გარემოებაც, რომ ოჯახს გარდაცვალების ფაქტი ორი დღის დაგვიანებით შეატყობინეს.
პარტიაში ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. შეგახსენებთ, რომ ღორჯომის მკვიდრი იოსებ გორგაძე რამდენიმე დღის წინ კლინიკა ვივამედში გარდაიცვალა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების ინფორმაციით, პატიმარი გლდანის ციხეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი