ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან - შალვა პაპუაშვილი

17 მაისი 2025, 20:30 118 ნახვა

ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს  ბრიუსელს სიძულვილსა და ძალადობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება ვიდეოს, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს, მაგდა მამუკაშვილს, თათია აფრიამაშვილსა და  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მარიამ ლაშხს შორის ინციდენტია ასახული.

„რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს ევროკავშირის ელჩი ამ ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს გულში, მით უფრო მეტად გააიგივებს ის ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან“, – წერს პაპუაშვილი.

ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ კაფეში, სადაც მარიამ ლაშხი შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ „ძირს რუსეთის მონები!“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი