გიორგი მურვანიძემ ყინულის არენაზე სხვადასხვა სექციის მოსწავლეებს შესაბამისი ეკიპირება გადასცა

18 მაისი 2025, 19:36 68 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მურვანიძემ ყინულის არენაზე სხვადასხვა სექციის მოსწავლეებს შესაბამისი ეკიპირება გადასცა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი მურვანიძე ყინულის არენაზე სასწავლო პროცესს გაეცნო, პირადად შეხვდა ცენტრის სხვადასხვა სექციის მოსწავლეებს და შესაბამისი ეკიპირება გადასცა. დაათვალიერა ყინულის არენის ინფრასტრუქტურაც.

"საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მიმდინარე წელს გაიხსნა და უკვე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.

 

ბათუმის სპორტულ ცენტრში სპორტის 11 სახეობაა გაერთიანებული, სადაც 900-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი