„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი 31 მაისიდან ამოქმედდება

20 მაისი 2025, 14:05 101 ნახვა

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი 31 მაისიდან ამოქმედდება. მანამდე კი ანტიკორუფციულმა ბიურომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, კანონი ხელს უწყობს დონორი ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო, გამჭვირვალე და ნდობაზე დამოკიდებულ თანამშრომლობას.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის დახმარებით, მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი